შესახებ

საგანმანათლებლო პლატფორმა “ed.artarea.ge”, აერთიანებს ვიდეო-ლექციებს სხვადასხვა მიმართულებაზე: ვიზუალური ხელოვნება, მუსიკა, კინო, ლიტერატურა, თეატრი, არქიტექტურა, ურბანისტიკა, ფოტოგრაფია, დიზაინი, თანამედროვე ტექნოლოგიები, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ისტორია, ფიზიკა, კოსმოლოგია, სამართალი და სხვა. ლექტორები ძირითადად საქართველოში მოღვაწე სხვადასხვა დარგის საუკეთესო წარმომადგენლები არიან, რომლებიც საიტის მომხმარებელს თავიანთ სიღრმისეულ ცოდნას და გამოცდილებას უზიარებენ.ვებ-პლატფორმის მიზანია ვიდეო-არქივაცია შექმნას მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებების და მომხმარებლამდე მიიტანოს.

საიტზე წარმოდგენილი ვიდეო-ლექციების რიცხვი მუდმივად მზარდია. ვიდეო- ვერსიების გარდა, ლექციებს თანდართული აქვს ტრანსკრიპტები. საიტზე რეგისტრაციის შედეგად სტუდენტებს, მკვლევარებს საშუალება ექნებათ ტექსტზე იმუშაონ და გააღრმავონ თავიანთი ცოდნა. ვებ-გვერდზე ასევე წარმოდგენილია, მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებების აფიშა, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს მიიღოს ინფორმაცია საქართველოს მასშტაბით დაგეგმილი მნიშვნელოვანი საჯარო ლექციების შესახებ. რეგისტრაციის შედეგად, მომხმარებელს საშუალება ექნება ჩაინიშნოს ლექციები, შემქნას ლექციების გალერეა.

პროექტი განხორციელდა DVV International -ის ფინანსური მხარდაჭერით


ავტორიზაცია

გთხოვთ, მიუთითოთ რეგისტრაციის დროს მითითებული ელ-ფოსტა

დაგავიწყდათ პაროლი! ავტორიზაცია საიტზე რეგისტრაცია

რეგისტრაცია

ავტორიზაცია